avtorizacia
registracia dagaviwydaT paroli?
bolo komentarebi
18 წლის გოგონა,რომელიც არ სწავლობს არსად, უნდა ჩააბაროს იტალიაში.ხომ ვერ მეტყვით რა სახის საბუთებია საჭირო,ან რა საგნებს აბარებს აბიტურიენტი იტალიის უნივერსიტეტში მოსახვედრად.ან რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ხომ არაა
warmatebeebs gisurveeeeb :))))
anu me rom gtxovoot italiashi ramoenime dghis gatareba tqven uars ar metyiit???
როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება საზღვარგარეთ
|
 | 

საზღვარგარეთ სწავლის ინტერესი არასოდეს ქრება, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში, ის ფინანსური პრობლემების გამო ფერხდება. ამიტომაც, დაფინანსების მიღება ბევრისთვის სწავლის გაგრძელების ერთადერთი გზაა. უმეტესობა თვლის, რომ დაფინანსების მოპოვება შეუძლელია. არადა, ეს სავსებით შესაძლებელია. მთავარია, მზად იყოთ საკმაოდ რთული გზის გასავლელად, იმუშავოთ საკუთარ თავზე და ფლობდეთ საჭირო და დროულ ინფორმაციას. სწორედ ამაში გეხმარებით ჩვენ, Leaf–ის College Counseling-ი.

ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის დაფინანსება, როგორც ბაკალავრიატში ასევე მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის. ამას გვთავაზობენ, არამხოლოდ კერძო უნივერსიტეტები, არამედ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ან საქველმოქმედო და არაკომერციული ორგანიზაციები. შემოთავაზებების უკმარისობა ნამდვილად არ იგრძნობა – უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, სად ვეძებოთ ისინი და ვაკმაყოფილებდეთ მათ მოთხოვნებს.

„ხშირად სტუდენტებმა არ იციან საიდან დაიწყონ, როგორ შეარჩიონ მათთვის შესაფერისი პროგრამები და მოიძიონ დაფინანსების წყაროები. ჩვენ ამ არჩევანის გაკეთებაში ვეხმარებით“ – აღნიშნავს Leaf–ის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სასტიპენდიო თანხებს უცხოელი სტუდენტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები გასცემს. ეს ქვეყანა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მათთვის, ვინც აპირებს ისწავლოს ისეთ სპეციალობებზე, როგორიცაა: ბიზნესი, იურისპრუდენცია, სპორტი და მუსიკა. უმეტეს შემთხვევაში სტუდენტები 50–75%–მდე ფასდაკლებას იღებენ. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ შეღავათების მიღების ორი გზა არსებობს – ან სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული, ამერიკის ხელისუფლების დაფინანსება, ან დამოუკიდებელი მომზადება და განაცხადის შეტანა უნივერსიტეტისგან გრანტის მისაღებად. 

საერთო ჯამში, სამი ქვეყანა: ა.შ.შ., ბრიტანეთი და ჩინეთი ძირითადად ტიპურ სტიპენდიებს გვთავაზობს. საშუალოდ: დიდი ბრიტანეთი – 2000–3000£ ($3125 – $4688), აშშ – $5000–$8000; ჩინეთი – 15000 იუნაემდე ($2250). კონკრეტული ფასი დამოკიდებულია სასწავლო კურსის ღირებულებაზე. 

რაც შეეხება ავსტრალიას. აქ სტიპენდიის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ გასცემს. სახელმწიფოს შემთხვევაში არამხოლოდ სწავლის სრული გადასახადი ფინანსდება, არამედ ცხოვრებაც და ავია–ბილეთებიც. ეს თანხა დაახლოებით 100 ათას დოლარამდეა. იმ შემთხვევაში თუ სტიპენდიას უნივერიტეტი აწესებს, როგორც წესი, სწავლის 25–50% იფარება, ანუ დახლობით $10000 – $25000. თუმცა, ასეთი სტიპენდიები საკმაოდ შეზღუდულია.

დაფინანსების საკითხების საკონსულტაციო მომსახურების მიღმა, საგანმანათლებლო ცენტ Leaf-ში სრულად უზრუნველყოფენ ფორმალური მხარის მოგვარებას, ეს იქნება საბუთების მოგროვება, თუ სასტიპენდიო განაცხადის დაწერა. „ფორმალური მხარეზე თავის გართმევა არც თუ ისე ადვილია. ბევრ სტუდენტს აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, შესაძლებლობებიც, მაგრამ მათი უმეტესობა, ხედავენ რა პროგრამის მოთხოვნებს, ფრთხებიან და ხელიდან უშვებენ. აი, რატომ ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა სასტიპენდიო პროგრამისთვის განაცხადის გაკეთებაში“ – აღნიშნავს გიორგი ჩავლეიშვილი.

აუცილებელია დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ბევრს უარს ეუბნებიან მინიმალური შეცდომის გამო. „განაცხადის წარდგენას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. ბევრისთვის საშინელი სტრესია ყველა მოთხოვნაზე თავის გართმევა და მოცემულ დროში ყველაფრის მოსწრება. მართლაც რთულია, თუმცა შესაძლებელი. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ოცნება აუცილებლად ახდება“ – შეაჯამა გიორგი ჩავლეიშვილმა.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სტუდენტების დიდმა ნაწილმა მიაღწია წარმატებას იმით, რომ საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასა და რჩევისათვის კვალიფიციურ სპეციალისტებს მიამართა. ეს უკანასკნელნი მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება ახალგაზრდებს და დაიცვან მოსალოდნელი შეცდომებისგან.

გთავაზობთ Leaf-ის წარმატებული კურსდამთავრებულების არასრულ ჩამონათვალს, რომლებმაც დაფინანსება მოიპოვეს უცხოურ სასწავლებლებში: 

გოგლიკა არევაძე (American University in Rome) – 56 000 EUR

გუგა ვარდიაშვილი (Skidmore College) – 168 000 USD

ცოტნე ტაბიძე (MIT) – 220 000 USD

სალომე კუჭუხიძე (Hamilton College) – 220 000 USD

დავით ფერაძე (Hamilton College) – 220 000 USD

ირინკა თოიძე (West Virginia University) – 115 000 USD

 

 | 
Leaf Blog | 12:54 08-05-2012
დაფინანსებაზე შემოთავაზებების უკმარისობა ნამდვილად არ იგრძნობა – უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, სად ვეძებოთ ისინი და ვაკმაყოფილებდეთ მათ მოთხოვნებს.



kalendari
აგვისტო - 2014
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 www.wsa.ge navige